0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმობს და ფინანსურად დაეხმარება

ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკას სასტიკად ეწინააღმდეგება და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები საქართველოშიც მომრავლდნენ. დავით ღვინიანიძის გადაწყვეტილებით 5 უკრაინელ ლტოლვილ ოჯახს თავშესაფარი ქუთაისში, მის მშობლიურ სახლში, ექნება. ამ ინიციატივის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა ფილადელფიაში მდებარე "დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის" სცენა უსასყიდლოდ დაუთმოს ამერიკაში ლტოლვილ უკრაინელ ხელოვანებს, ხოლო მათი შვილები ნებისმიერ კონცერტს უფასოდ დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ დავით ღვინიანიძე მზადაა თანხაც გადარიცხოს უკრაინული სახელმწიფოს დახმარების ფონდში. ამ საკითხზე მოლაპარაკება ახლახან დაიწყო, რომლის დეტალებს საზოგადოებას თვითონ განუმარტავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები