0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს

რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სამთავრობო მედია რია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" განვითარდა და ქალაქს "მაცხოვრებლების გადარჩენას" სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში. 

რიას ცნობით, "სამინისტრო პირობას დებს", რომ თუ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი მოხალისეები იარაღს დაყრიან და დანებდნებიან, მარიუპოლიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას მისცემენ.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციითვე, რუსი სამხედროები მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ და ემუქრებიან: 

"ახლა თქვენ გაქვთ უფლება, გააკეთოთ ისტორიული არჩევანი - ან ხართ თქვენს ხალხთან ერთად, ან ბანდიტებთან, სხვა შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, მხოლოდ მცირედია, რაც თქვენ უკვე დაიმსახურეთ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები