მსოფლიო
თიბისის ციფრულ ბანკს უკრაინის დასახმარებლად ახალი ფუნქციონალები დაემატა
2022-03-17 16:57:57
თიბისიმ გაამარტივა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის პროცედურა. ამისათვის თიბისის ციფრულ ბანკს ახალი შაბლონი დაემატა, რომელიც ხელმისაწვდომია სხვასთან გადარიცხვის და სხვასთან მობილურის ნომრით გადარიცხვის გვერდებზე.
ამას გარდა, IBAN საკნერის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებელმა პირდაპირ გადაიტანოს საქველმოქმედო ანგარიში ციფრულ ბანკში. IBAN სკანერი ანგარიშის ნომერს ფოტოდან აღიქვამს და მომხმარებელს ანგარიშის ნომრის ხელით ამოწერა არ სჭირდება. თიბისის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით თანხის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შეუძლიათ.
უკრაინელი ხალხის დახმარებლად შექმნილ ანგარიშზე მილიონ ნახევარ ლარზე მეტი შეგროვდა, შეგროვილი თანხა პერიოდულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქველმოქმედო ანგარიშის ნომრებს:
GEL #GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
USD | EUR #GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI
თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის აიქონი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინის დროშის ფერებით.
#SupportUkraine
კომენტარები