პოლიტიკა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
2022-02-24 09:06:10
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს”, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მან დონბასში
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
“მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, აშშ ნატოს მოკავშირეებთან ერთად კოორდინაციას გაუწევს პროცესებს, რაც ალიანსის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას ძლიერი და ერთიანი პასუხით შეაკავებს.
კომენტარები