საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ
2022-02-07 10:54:49
7 თებერვლიდან საქართველო ემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ.
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საბერძნეთში გამგზავრებას, თუ ფლობენ ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:
- ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე;
- ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში;
- წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;
- წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
კომენტარები