მსოფლიო
“საავადმყოფოსთან იყო დაგდებული, წამლებისგან გათიშული… ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს” – რა ვითარებაში იპოვეს ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი
2022-01-27 08:42:35
“საავადმყოფოსთან იყო დაგდებული, წამლებისგან გათიშული… ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს” – ამის შესახებ ნეაპოლში დაკარგულ ქართველ ემიგრანტზე მისი ახლობლები საუბრობენ. სალომე ტატუნაშვილი იტალიის ამ ქალაქში ცოტა ხნის წინ იპოვეს. “მთავარ არხთან” ემიგრანტები სწორედ მისი პოვნის დეტალებზე საუბრობენ:
ახლა მოვედი მე პოლიციასთან, როგორც გავიგე, დედამისი, ადვოკატი ინგა სიხარულიძე და თარჯიმანი საავადმყოფოში არიან წასულები. თავად ის გოგო იძახის, სალომე ვარო და მიდიან, დედამისმა უნდა ამოიცნოს. გუშინ გვითხრეს, რომ სახლებში დაიშალეთ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნებაო და წამოვედით. თვითონ საავადმყოფოში არ იყო შიგნით შესული, იყო საავადმყოფოსთან დაგდებული. წამლებისგან გათიშულია. ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, ამდენი ინფორმაცია არ მაქვს, – ამბობს ემიგრანტი ნათია ჩაჩანიძე.
კომენტარები