პოლიტიკა
გიორგი კაპანაძე: ,,მხარს ვუჭერ ენმ-ის აღმასრულებელი რგოლის შემადგენელი ნაწილის, ახალი სამდივნოს იდეას”
2022-01-18 13:04:54
ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე პარტიის მიერ შექმნილ და დღეს წარდგენილ სამდივნოს ეხმაურება და წერს:
" მხარს ვუჭერ ენმ-ის აღმასრულებელი რგოლის შემადგენელი ნაწილის, ახალი სამდივნოს იდეას, რომელიც გენერალურ მდივანს სტრატეგიის განსაზღვრასა და მოქმედებების დაგეგმვაში უნდა დაეხმაროს.
ჩვენს ამომრჩეველს აქვს ორი მკაფიო მიზანი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მიშას გათავისუფლება.
ამ მიზნების მიღწევა აუცილებელია იმიტომ რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანა წავიდეს წინ.
წარმატებები..."
კომენტარები