საზოგადოება
იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან იცვლება
2022-01-17 09:24:39
დღეიდან საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება აცრილი, აუცრელი და კოვიდგადატანილი პირებისთვის. ვადები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ვადა იქნება 8 დღე;
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - მინიმუმ 10 დღე.
წესების ცვლილება ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებსაც შეეხება:
თუ კონტაქტის მქონე აცრილია - როგორც ორჯერადად, ასევე ბუსტერ დოზით, დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნება. ასევე, პირებს კოვიდინფექციისგადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ, შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.
კომენტარები