საზოგადოება
,,როცა ბალეტი არც ფოტოგრაფს უნახავს ცხოვრებაში, არც კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს.. გიჟივით ვიცინი”
2021-12-30 08:28:52
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გადაღებულ მოცეკვავე ბალერინების ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო. ზოგი კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს, ზოგი კი წერს, რომ უბრალოდ, "უსაყვარლესი ფოტოა"..
გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ირინა ბაგაურმა გამოაქვეყნა
" როცა ბალეტი არც ფოტოგრაფს უნახავს ცხოვრებაში, არც კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს და ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ფოტოს გამოდება იგივეა, რესპოდენტს ერთი წინადადებას ათქმევინებდე და ისიც პირველივე სიტყვაზე მოჭრა და ისე გაუშვა 😂🙃
გიჟივით ვიცინი, უსასაცილოესი ფოტოა 🙃"
კომენტარები