პოლიტიკა
,, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი, 2021 წელთან შედარებით 350 მლნ-ი ლარით მეტია .. და იმის ნაცვლად რომ კალაძეს ხალხისთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა, პირიქით - გაუძვირა”- კაპანაძე
2021-12-22 14:02:34
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას ეხმაურება, სადაც წერს:
" თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი, 2021 წელთან შედარებით 350 მლნ-ი ლარით მეტია (230 მლნ-იანი გრანტის ჩათვლით) და იმის ნაცვლად რომ ღრმად კორუმპირებულ კალაძეს ხალხისთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა, პირიქით - გაუძვირა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი გააორმაგა. არადა, 60 მლნ-ი რომ არ მოეტეხა ავტობუსების შესყიდვიდან, მხოლოდ ეს თანხმა იქნებოდა საკმარისი მინიმუმ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად.
ეს მავნებლები, ესენი."
კომენტარები