მსოფლიო
საქართველოში "ომიკრონის" ორი შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე
2021-12-20 16:06:00
საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში 10 საეჭვო შემთხვევის სწავლა მიმდინარეობდა, საიდანაც 2 შემთხვევა დადასტურდა.
„10-მდე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევდით, თუმცა 8 იყო “დელტა“ ვარიანტი და 2 შემთხვევაში დადგინდა „ომიკრონის“ არსებობა. ორივე მოქალაქე არის ქართველი და ჰყავთ 26 კონტაქტი, რომლებსაც ვიკვლევთ. ორივე პაციენტი არის იზოლირებული თავიანთ ბინებში და დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება მოსალოდნელია, თუმცა არა ძალიან სწრაფად.
ორივე შემთხვევაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ორივე მათგანი უცხოეთში იმყოფებოდა, კერძოდ ერთი აშშ-ში, მეორე კი დუბაიში. მათ 26 კონტაქტი ჰყავთ.
კომენტარები