კრიმინალი
ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა
2021-12-15 13:39:43
ვაზიანის დასახლებაში, 40 წლის კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დედა-შვილის მრავლობითი დაზიანებები სამზარეულოს დანით გულის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ირკვევა, რომ 40 წლამდე კაცი მშენებლობაზე მუშაობდა. ოჯახი კი ვაზიანის დასახლებაში რამდენიმე თვის წინ გადავიდა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
კომენტარები