პოლიტიკა
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი - პროკურორი
2021-12-09 13:40:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ მათ ყველა საჭირო მტკიცებულება აქვთ ამ ბრალდების დამტკიცებისთვის, ასევე, შესწავლილი აქვთ ყველა გარემოება, თუ როგორ მოახერხა ექსპრეზიდენტმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. პროკურორმა აღნიშნა, რომ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, სააკაშვილს ეხმარებოდა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან.
"იმდენად მყარად არის აღნიშნული მტკიცებულებები, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს თუ ეყოფა გონივრულობა, უდაოდ უნდა გახადოს აღნიშნული მტკიცებულებები. ფაქტი ერთია - ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად დგინდება, საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა - ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საკითხში,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
კომენტარები