1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაითვალისწინეთ ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე – სახდეპი მთავრობას

“გაითვალისწინეთ ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე “- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას “ღირსეულად და სამართლიანად”.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას მისი დაკავების დღიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რათა შეფასდეს სააკაშვილის ჯანმრთელობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უმკურნალოს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაბამისი მკურნალობის შესახებ.

ჩვენ, ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს, რომელიც მოიცავს სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები