საზოგადოება
მხოლოდ სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ, სხვა დანარჩენი ერთჯერადი ნემსის მრავალჯერადად გამოყენების ტოლფასია – გიორგი ფხაკაძე
2021-07-23 14:38:41
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში საუბრობს, რომ საქართველოში შემოსული ყველა პირბადე უნდა შემოწმდეს, ხოლო კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და არა მრავალჯერადი, სხვადასხვა ტიპის და მოდური ბრენდის პირბადე.
„ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.
არაერთი კვლევა დაიდო, რომ კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარები