მსოფლიო
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
2021-07-16 13:14:22
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, სამართალდამცავები ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად 08:30 საათზე მივიდნენ.
„დაახლოებით 08:30 საათზე მოვიდა 5 ადამიანი, ჩხრეკა ჩაატარეს, დაათვალიერეს სახლი, ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები, ეს პროცედურა გააფორმეს, წავიდნენ და ზურაც წაიყვანეს ჩვენებისა თუ გამოკითხვის მიზნით. დაახლოებით ნახევარი საათია წავიდნენ. ორი საათი გრძელდებოდა ჩხრეკა. ის ნივთები ამოიღეს, რამაც დააინტერესათ და თან წაიღეს. ზურამ ამ ეტაპზე არ ჩათვალა საჭიროდ ადვოკატი რომ ჰყოლოდა თან. რატომ წაიყვანეს არ ვიცი, სპეციფიკური პროცედურაა, როგორც მივხვდი, უნდა წააკითხონ და დაადასტურებინონ წერილობით ის პროცედურა, რაც ახლა ჩატარდა. უნდა გაფორმდეს ჩხრეკამ რომ ჩაიარაო. გამოკითხვაზე კიდევ იყო წინა დღეებში და დარჩათ თუ არა დამატებითი კითხვები, ვერ გეტყვით,“- განაცხადა ზურაბ მახარაძის მეუღლემ.
ცნობისთვის, ზურაბ მახარაძის გარდა, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც შევიდნენ, სადაც ანალოგიურად, ჩხრეკა მიმდინარეობს.
კომენტარები