მსოფლიო
იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, გარკვეულ ღონისძიებებზე დასწრება წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები
2021-07-16 11:26:30
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:
ცვლილებების თანახმად - ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებებს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. ცვლილებები ძალაში 19 ივლისიდან შევა.
კომენტარები