საზოგადოება
მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ - ვებგვერდი არ მუშაობს
2021-07-14 16:04:37
მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას და სარეგისტრაციო ნომრის მიღებას ვერ ახერხებენ - ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვებ გვერდი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა ჩამოვია. 7 კლინიკა, რომელიც პირველი ეტაპისთვის Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, იმუნიზაციის პროცესისთვის უკვე სრულიად მზად არის, ასევე გადამზადებულია დამატებითი კადრებიც.
რაც შეეხება 7 კლინიკიდან ერთ-ერთს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის დღეიდან შეუფერხებელ, მუშაობის 7 დღიან რეჟიმზე გადადის.
აცრები Pfizer-ით 16 ივლისიდან უნდა დაიწყოს.
https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
კომენტარები