მსოფლიო
1194 ინფიცირება, 678 გამოჯანმრთელება, 22 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში
2021-06-29 11:21:28
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო 678 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 365068-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5297 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 351144 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%-ია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კომენტარები