0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომეხმა ხალხმა ბოლო 3 წელში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრობის მოალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას "ფოლადის რევოლუცია" უწოდა. 

"სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რომ ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი. სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა. ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა, აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ჯანსაღ ძალასთან. კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ",- თქვა ფაშნიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები