2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მუყაოს ყუთი მომცა და მითხრა, ბავშვი ამით დამარხეო… არ ვიცი, მიწას ვინ მივაბარე” – ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი

სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც სრულწლოვანი ასაკში იმავე ინსტიტუციაში დასაქმდა, შემაძრწუნებელ ისტორიაზე საჯაროდ და ხმამაღლა ალაპარაკდა. როგორც ვალერი ჩიტაია “პრაიმტაიმთან” ამბობს, ის ბავშვთა სახლის მაშინდელმა დირექტორმა აიძულა, გარდაცვლილი ბავშვი მუყაოს ყუთით დაეკრძალა.

“როცა სენაკის ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა იმ მიზეზით, რომ სრულწლოვანი გავხდი და იქ ცხოვრების უფლება აღარ მქონდა, დამხმარედ მაინც დაწესებულებაში დამტოვეს. სწორედ მაშინ, იმდროინდელმა დირექტორმა, ნ.მ-მ მაიძულა, ბავშვთა სახლში დაუდევრობით გარდაცვლილი პატარა ბავშვი დამესაფლავებინა.

მომცა მუყაოს ყუთი და მითხრა, ბავშვის გვამი ამაში ჩაასვენე და დამარხეო. სამწუხაროდ, პატარას სახელი და გვარი არ ვიცოდი, არ ვიცი, მიწას ვინ მივაბარე…

ვიცოდი, რომ ეს უკანონობა იყო და სასწრაფოდ, სახალხო დამცველის აპარატს მომხდარის შესახებ ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდე, რომელიც მოგვიანებით, უწყების ანგარიშში ასახეს.

ახლა, დუმილი ნინოწმინდაში მომხდარის გამო საჯაროდ დავარღვიე. ჩემი მიზანი, უკანონობის მოსპობაა და როცა სხვადასხვა ტელევიზიებში იმ ადამიანებს, როგორც ექსპერტებს, ბავშვთა უფლებადამცველებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვუსმენ, გული მისკდება, რადგან მათი უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის დროს, საჯარო მოხელე იყო და სოციალური მომსახურების სააგენტოსა თუ სხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

ახლა კი, გამოდიან და ნინოწმინდაში მომხდარს გმობენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, მაგრამ მათ თუ ბავშვთა უფლებები რეალურად აწუხებთ, რატომ არ “შეწუხდნენ” სენაკში მომხდარზე? ალბათ იმიტომ, რომ ახლა, ამ წუხილისთვის მრავალათასიანი გრანტები მოიპოვეს…

მაშინ, იცით ეს ადამიანები რას ამბობდნენ? ექსპერტიზის გარეშე დაასაფლავეთ პატარას უსულო სხეული, რადგან მომკითხავი არავინ ჰყავდა, უპატრონოა და მომჩივანიც არავინ იქნებაო, დღეს კი იგივე ადამიანები გულმხურვალე დამცველები არიან? გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები