მსოფლიო
რონალდუმ "კოკა-კოლა" გვერდით გადადგა და ხალხს წყლის დალევა ურჩია, რის გამოც კომპანიამ 4 მილიარდი იზარალა
2021-06-16 13:38:25
ჩამოტვირთვა
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა. მოსახლეობას კი წყლის დალევა ურჩია.
"წყალი დალიეთ," - განაცხადა მან.
"კოკა-კოლა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ფეხბურთელის ამ ქმედებას კი დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ბოლო დღეებში "კოკა-კოლას" აქციების ფასი 4 მილიარდით გაუფასურდა და $242 მილიარდიდან $238 მილიარდამდე დაიწია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის ქმედება გახდა.
კომენტარები