საზოგადოება
“ორჯერადად აცრილთათვის ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება” – როდის უნდა ველოდოთ მეოთხე ტალღას?
2021-06-09 16:29:17
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
„ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება.
პანდემიის მე-4 ტალღის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს.
მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს – შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე და ასევე ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც.
დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მივიღოთ აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რათა შეიქმნას მოსახლეობაში იმუნური ფენა. ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მე-3 დოზაც, რომ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია და COVID 19-ის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის
კომენტარები