საზოგადოება
NOVAVAX, JOHNSON&JOHNSON, Sinopharm, Pfizer - საქართველოში ვაქცინის ახალი დოზები ივნისის ბოლოდან შემოვა
2021-06-02 17:26:52
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმზღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის ახალი დოზები ივნისის ბოლოდან შემოვა.
უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer -ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი.
კომენტარები