მსოფლიო
“ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს…” – გარუჯვის გამო დამწვრობის ცენტრში უკვე 2 პაციენტს მკურნალობენ
2021-06-02 10:41:23
ზაფხულის დადგომასთან, მზით დამწვრობის შედეგად თბილისის დამწვრობის ცენტრში ამჟამად 2 პაციენტს მკურნალობენ.
„ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუ თრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია“ – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, გარუჯვის პროცესში მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები და მზეს ბავშვები და მოხუცები მოარიდონ.
რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობებს – წელს ამ მიზეზით კლინიკაში ჯერჯერობით არავინ მოხვედრილა.
კომენტარები