მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დადასტურდა
2021-06-01 12:31:51
ლაბორატორიულად სამხრეთ-აფრიკული შტამის 1 შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია დუბაიში. პირი სრულად განკურნებულია, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გასული წლის სექტემბერში ეს შტამი B.1.351 იდენტიფიცირებულ იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები