საზოგადოება
საქართველოში შემოსულ 2-ჯერ აცრილ ადამიანს,მაინც დასჭირდება ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა
2021-05-31 15:46:33
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც დასჭირდება ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა.
„შემოსული ტურისტებისთვის, აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა ჩამონათვალი ლაბორატორიების, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50-მდეა, სადაც მათ შეუძლიათ ჩაიტარონ PCR ტესტი, ისე რომ, ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა. ყველა ტურისტულმა კომპანიამ თავისი პარტნიორები უნდა გააფრთხილოს, რომ ტურისტები იყვნენ შესაბამისად დაზღვეულები, სადაც დაზღვევის ბარათში იქნება კოვიდდაზღვევის კომპონენტიც ანუ თუ დასჭირდა ადამიანს შემდგომ საქართველოში მკურნალობა შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აუნაზღაუროს ეს მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში, კანონმდებლობაში და ვფიქრობ, რომ ეს დროულად იქნება მიღებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები