მსოფლიო
ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა
2021-05-24 15:53:08
სახელმწიფო სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.
კანონის თანახმად, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით. შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში მასობრივი გამოსვლა ჩაითვლება არასანქცირებულად. ჟურნალისტებს კი ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტებს საქნციები დაეკისრებათ.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით შევა, ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო ქსელების დაბლოკვას, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ცვლილებები კანონში გამოქვეყნებიდან 1 თვეში შევა ძალაში.
კომენტარები