მსოფლიო
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
2021-05-10 16:35:15
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას აღკვეთის შეცვლის სასამართლო სხდომა დაიწყო. პროცესი წესით მალევე უნდა დასრულდეს ენმ-ს თავმჯდომარის გათავისუფლებით. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება, რადგან წინა სხდომაზე ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.
ნიკა მელიასათვის საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 9 მაისს შეიტანა.
ევროკავშირმა კი მელიას გირაო - 40 000 ლარი 8 მაისს გადაიხადა.
კომენტარები