საზოგადოება
დაიღუპა 2 წლამდე ბავშვი! - „გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული..."
2021-04-17 11:07:43
თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, უბედური შემთხვევა მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.
კომენტარები