საზოგადოება
ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო – ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილზე
2021-04-14 20:08:50
რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ყოფილი ქმრის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ჩანს, დოლიძისთვის ქალური სოლიდარობა ძალადობის მიუხედავად, უცხოა და მსახიობის დუმილის დარღვევას ფულის სურვილს უკავშირებს:
“ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ” – წერს ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი მასთან თანაცხოვრების დროს განხორციელებულ ძალადობაში ამხილა.
კომენტარები