0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მე პირადად მაქვს მისგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება, ეს წიგნშიც მაქვს აღწერილი, ფორმა, რა თქმა უნდა, მხატვრულია”

ახლახან გამოვიდა მიშა ანდღულაძის წიგნი, სახელწოდებით “ნადგომი წყალი” – მისი შეძენა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

წიგნი უმორისტს სრულიად სხვა კუთხით გაგაცნობთ და იმ პრობლემების შესახებ მოგიყვებათ, რასაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

კითხვაზე: პირადად გინახავს მოძალადე ღვთისმსახური?

ანდღულაძე პასუხობს:

“მე პირადად მაქვს მისგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება, ეს წიგნშიც მაქვს აღწერილი, ფორმა, რა თქმა უნდა, მხატვრულია. თუ რამის ჩადენა შეუძლია ადამიანს, ყველაფერი გამიგია მღვდელზე, ჩემი თუ სხვისი პირადი გამოცდილებით. ამას წინათ მეგობარმა მაჩვენა შეტყობინება, რომელიც მრევლის ორგანიზატორისგან მოუვიდა: მამაოს დასვენება სჭირდება საზღვარგარეთ და ფულს ვაგროვებთ, რომ დაისვენოს, დაიღალაო. ეს თაღლითობის ერთ-ერთი მიმართულებაა. მე რომ დავწერო ახლა: იუმორისტ მიშა ანდღულაძეს სჭირდება დასვენება, მან ერთი თვე ევროპაში უნდა დაისვენოს, რომ ისევ გაგაცინოთ, რადგან დაიღალა, დარწმუნებული ვარ რაღაც თანხას ავაგროვებ. იმდენს ვერა, რომ ბალიზე წავიდე, მაგრამ სადმე წასასვლელად ნამდვილად მეყოფა. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვემსახურებით და თუ გადავწყვეტთ, შეგვიძლია, ეს მსახურება ბოროტად გამოვიყენოთ. ადამიანები ერთმანეთს ვიყენებთ. ასეა ოჯახშიც, ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ შვილს იმიტომ აჩენს, რომ მოხუცობაში მოუაროს, შვილი მომვლელი ჰგონია. მღვდელიც ფიქრობს, მე დაგლოცავთ, თქვენ უნდა მაცხოვროთ” , – ამბობს “თბილისელებთან”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები