მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების მიუხედავად, თვითიზოლაციაში გადადის
2021-04-06 16:01:05
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათიინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
"აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი დუდასტურდა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რომლის კონტაქტიც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი იყო.
კომენტარები