მსოფლიო
დაწესდება თუ არა წინასააღდგომოდ შეზღუდვები – ამირან გამყრელიძის განმარტება
2021-04-01 18:50:32
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ სააღდგომოდ კლასტერები გამრავდლება, ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდება.
“რეკომენდაცია მხოლოდ ერთია, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება, მაქსიალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ აღდგომას, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 შემთხვევა დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება.
მაგრამ თუ ეს კლასტერები გამრავლდა და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ დიდ სუფრებს, თავშეყრებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს”,– განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები