საზოგადოება
დღეიდან, საქართველოში ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
2021-03-30 14:56:47
დღეიდან, საქართველოში ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ პირებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.
ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება. http://stratcom.gov.ge/s/fe7d8
ფაიზერით აცრა კი 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს: - თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა. - ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. - ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
კომენტარები