საზოგადოება
ნიკა მელიას მხარდასაჭერად, აქტივისტები ავტოკოლონებით რუსთავისკენ მიემართებიან
2021-03-26 21:40:28
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 21:00 საათზე შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიემართებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და გაამხნევებენ.
ამათან, სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობაზე იმყოფებიან ბანერით: "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".
კომენტარები