საზოგადოება
დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
2021-02-01 12:40:01
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.
გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
კომენტარები