საზოგადოება
NDI: მოსახლეობის 46%-ისთვის ეროვნული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია
2021-01-25 14:02:36
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46%-ისთვის ეროვნული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია.
ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.
კომენტარები