მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია
2021-01-13 19:09:17
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელსაც COVID-19 აქვს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სარქისიანის დაავადებამ მძიმე ფორმა მიიღო და მას მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს. რომელ კლინიკაში გადაიყვანეს სომხეთის პრეზიდენტი, მისი ოფისი არ აკონკრეტებს.
3 იანვარს, არმენ სარქისიანს ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში. 5 იანვარს სომხეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებული იყო, თუმცა, სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კომენტარები