საზოგადოება
„რა ქვია ამას? რა ხდება ქვეყანაში?“ - დავით სოკოლოვი, რომელსაც ინფექცია არ დაუდასტურდა, კოვიდცენტრში ინფიცირებულთა გვერდით მაინც დააწვინეს
2021-01-12 17:31:33
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე "ფეისბუქში" ქართული ტელევიზიის ლეგენდის, დავით სოკოლოვის შესახებ მიმართვას აქვყნებს.
"ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის... ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე, გაუკეთეს მასაც.
სმს-ით მოვიდა პასუხი, რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს... ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა, სადაც გარკვევით წერია, რომ მისი პასუხია უარყოფითი!
ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს... რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში? ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ? იმედია, გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ - რატომ?" - წერს მაკა რაზმაძე.
კომენტარები