0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძე: 3 იანვრიდან ლოქდაუნის დაწესებაზე მსჯელობა არ ყოფილა, ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში სრულ ლოქდაუნთანდაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ლოქდაუნზე გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული:

"ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იყო მსგავსი, როგორიც დღეს, გუშინ და გუშინწინ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ იქნება განხილული. მაგრამ იქნება ის ყველაფერი, რაც 2 თვიანი გეგმით არის განსაზღვრული.

3 იანვრიდან იგივე შეზღუდვები რჩება ძალაში, რაც გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ ეს შემსუბუქება იქნებოდა სახეცვლილი, როგორც 2 თვიანი გეგმით გამოცხადდა მერე",-განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები