0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა

გორში კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკა "გორმედის“ ექთანი ამბობს, რომ ის კოვიდ-19-ით ხელმეორედ გასულ კვირას დაინფიცირდა.

"6 დღის წინ დამიდასტურდა ხელმეორედ კორონავირუსი.  პირველად აგვისტოს თვეში დავინფიცირდი, მაშინ სიმპტომები საერთოდ არ მქონდა, ახლა კი მაღალი ტემპერატურა მაქვს, სახსრები მტკივა, სუნთქვა გამიძნელდა, გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე. "გორმედში” მიწევს კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მოვლა, მაშინაც და ახლა პაციენტებისგან გადამედო ვირუსი,”- განაცხადა Qartli.ge-თან "გორმედის” ექთანმა, მარგო პავლიაშვილმა.

30 წლის მარგო პავლიაშვილს კორონავირუსის დიაგნოზი პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში დაუდგინდა. ორივე შემთხვევაში მისი დაინფიცირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან მოხდა, რომელსაც თავად უვლის "გორმედის“ კლინიკაში და უშუალოდ უწევს მათთან კონტაქტი.

მარგო პავლიაშვილი ამჟამად სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები