მსოფლიო
პანდემიის განავლობაში მუნიციპალიტეტებმა 2,2 მილიონი ლარის ატრაქციონები იყიდეს
2020-12-03 12:39:34
პანდემიის განავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების 12-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 2,2 მილიონი ლარის ატრაქციონები შეიძინა. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
მათი მონაცემებით, ყველაზე მეტი ატრაქციონებში – 800 000 ლარი გორის მერიამ დახარჯა. შემდეგ მოდის თბილისის მერია – 647 ათასი ლარის დანახარჯით, შემდეგ ბათუმის მერია, რომელმაც 646 ათასი ლარის ატრაქციონები იყიდა, ამის შემდეგ კი ფოთის მერიაა – 299 ათასი ლარის დანახარჯით.
გარდა ამისა, როგორც “ფლანგვის დეტექტორის” მონაცემებით ირკვევა, თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია გრინსერვის+-თან, რომლის მესაკუთრეები – ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი და მისი ყოფილი მოადგილე, ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის იყვნენ დაკავებულები
კომენტარები