მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-12-02 11:48:44
საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.
კომენტარები