1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული

რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა.

„ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ, რომ მოვახდინოთ მაღლა მკვეთრად მიმავალი პიკის გარკვეულად გაბრტყელება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ ბიზნესს და ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში, რომ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, გავამკაცროთ შეზღუდვები, რომ ამ შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ჯანდაცვის სექტორს", - განაცხადა ზურაბ გურულმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები