მსოფლიო
„ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია“
2020-11-24 11:09:09
ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ვინ იგულისხმა გამონათქვამში, სამედიცინო დარგის სპეციალისტები თუ ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები.
„ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. მეორე მომენტია, რომ ინფექცია გავრცელდა. ისე გავრცელდა, აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ გავრცელებით. უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა,“ – განაცხადა რატიანმა.
კომენტარები