მსოფლიო
ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება - ჯანმოს ოპტიმისტური განცხადება
2020-11-24 00:08:38
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანო გებრეიესუსი , ოპტიმისტურ და პოზიტიურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID19 -ის პანდემიის დასრულებას.
”ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებით უახლესი პოზიტიური სიახლეებით, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID19 -ის პანდემიის დასრულებას ",- განაცხადა გებრეიესუსმა.
კომენტარები