მსოფლიო
“ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?” – ბაია პატარაია
2020-11-22 23:18:13
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიზე” თავდასხმას ეხმაურება.
„ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში სათამაშო ყუმბარით და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, სამსახურში არ აჰყავთ, ქუჩაში სცემენ და აგინებენ, და ასეთია უამრავი ლგბტ ადამიანის ბედი და მოეთხოვა სახელმწიფოსაგან ჰომოფობიასთან ბრძოლა, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?
თქვენ თავს ჰკითხეთ, მე არ გთხოვთ საჯარო პასუხებს”, – წერს ბაია პატარია.
კომენტარები