საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს
2020-11-20 19:23:12
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში(N688).
დადგენილება ითვალისწილებს გამონაკლისებს, რომლის დაფინანსებაც გაგრძელდება.
"COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში.
კომენტარები