სოც. მედია
“საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს”
2020-11-19 20:16:31
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ლანჩხუთის ქალთა გუნდის გამარჯვებას ეხმაურება და წერს:
"ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; "უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს". ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე - დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს - კაცებისგან ერთამენთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.
ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან!
გილოცავთ!"
კომენტარები